მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად გუბაზ სანიკიძე მივიდა. ის მესამე პრეზიდენტს რუსთავის მე-12 დაწესებულებაში მოინახულებს. სანიკიძე ამბობს, რომ პირველ რიგში დაინტერესებულია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობით, თუმცა ამბობს, რომ შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მას არ აქვს უფლება რაიმე ურჩიოს, რადგან ეს მორალური და პოლიტიკური აქტია – მე ჩემი სათქმელი მაქვს, არ ვიტყვი რაზე უნდა ვისაუბროთ, როგორც ჩანს მასაც ექნება სათქმელი – ამბობს სანიკიძე.
დეპუტატის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ პოლიტიკური დევნაა, რაც შეეხება მის შესაძლო გადაყვანას ციხის საავადმყოფოში, სანიკიძე ამბობს, რომ “მიხეილ სააკაშვილის საწინააღმდეგო ნაბიჯებს ხელისუფლებისთვის მძიმე შედეგები მოჰყვება”
დღეს მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის 22-ე დღეა.