რამდენიმე დღეა „ესქულის“ ბაზაში მასწავლებლების ხელფასები აღარ ჩანს – ბუნებრივია ამან პედაგოგების ჯერ დაბნეულობა, შემდეგ აღშფოთება და ბოლოს უამრავი კითხვა გააჩინა. პირველ რიგში ისაა საინტერესო, ხომ არ დაიგვიანებს ამის გამო ანაზღაურების დარიცხვა და რაც მთავრია, რა არის ამ ხარვეზის მიზეზი?
საკითხის გასარკვევად Etaloni.ge განათლების სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ „ესქულში“ ხელფასები ამ ეტაპზე არ ჩანს, ეს ტექნიკური საკითხია, რომელიც მიმდინარე ან მაქსიმუმ, მომდევნო კვირაში გასწორდება.
რაც შეეხება ანაზღაურების დარიცხვას, ოფიციალურ სტრუქტურაში განმარტეს, რომ გათიშული ველი ამაზე გავლენას არ მოხდეს და ზოგადად, მნიშვნელობა არ აქვს, „ესქულში“ მასწავლებლის ხელფასი ჩანს თუ არა, პროცედურულად ამ საკითხს ბუღალტერი წარმართავს ასე რომ, პედაგოგები ხელფასს მომდევნო თვეშიც დროულად მიიღებენ.