მიხეილ სააკაშვილი ბადრაგმა ვაჟა-ფშაველას ლექსით გაამხნევა. ამის შესახებ ეკა ხერხეულიძე წერს და ბადრაგის მიწერილ ლექსს აქვეყნებს.
ახლა, როცა ყველა ფანჯარა ამოუგმანეს, წერილების უფლება ჩამოართვეს და ხმის გამცემი არავინ ჰყავს, როდესაც პაემანის ოთახში მინა ამოქოლეს და ვერც ადვოკატს ხედავს და ვერც ხმა ესმით მისი, ამ სიმხეცით გამწარებულმა ბადრაგმა ყურში ჩასჩურჩულა ვაჟას ლექსი.
მიშა იქ ყველას უფრთხილდება, კარგად მომპყრობსაც და ცუდსაც. იცის თუ ვინმეს შეაქებს, სამსახურს დაკარგავენ … ოთახში შემოსულმა უცებ დაწერა ეს კუპლეტი, ძირს დააგდო და თან ძალიან ფრთხილობდა, ვინმემ ხომ არ დაინახა, ეს რომ მითხრა, სამსახურიდან არ გააგდონო.
ახლა მოშიმშილე, ყველა უფლებაწართმეული საქართველოს მესამე პრეზიდენტი 28-ე დღეა, სამარტოო საკანშია. მხოლოდ იმ გაბედული პერსონალის იმედადაა, ვინც ასეთ გამამხნევებელ სიტყვას გაიმეტებს.
ამ ხელნაწერის წამოღების დღიდან დრო გავიდა, რამდენიმე ცვლა შეიცვალა და მხოლოდ ახლა შემიძლია, ბადრაგის მიერ ნათქვამი ეს სიტყვები გაგიზიაროთ” – წერს ეკა ხერხეულიძე.