ფოთში ქალმა ქალი დაჭრა. შემთხვევა ნაბადის უბანში მოხდა. დაჭრილია ერთ-ერთი მაღაზიის თანამშრომელი. ახალგაზრდა ქალს ზედაპირული ჭრილობები ზურგის არეში, სავარაუდოდ, შუშის ბოთლით აქვს მიყენებული.
წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკაში გადაიყვანა. ექიმის ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ამ წუთებში იკითხება სავარაუდო დამნაშავე.