რატომ არიან პანდები შავ-თეთრი ფერის – მეცნიერების დასკვნა

გიგანტური პანდებისთვის დამახასიათებელი შავ-თეთრი შეფერილობა მათ ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში ეფექტურ შენიღბვას უზრუნველყოფს, აცხადებენ მეცნიერები Scientific Reports-ში გამოქვეყნებულ სტატიაში.

ბრიტანელმა, ფინელმა და ჩინელმა მეცნიერებმა გამოსახულების ანალიზის უახლესი მეთოდების გამოყენებით აჩვენეს, რომ ასეთი შეფერილობის გამო ცხოველი ძალიან ეფექტურად ინიღბება: მისი ბეწვი საშუალებას აძლევს, ლანდშაფტში ჩაიკარგოს და ინდივიდის რეალური ზომის შესახებ მტაცებელი შეცდომაში შეიყვანოს.

ავტორებმა გიგანტური პანდების ველურ ბუნებაში გადაღებული ფოტოები გააანალიზეს და დაადგინეს, რომ შავი ლაქები მუქ ჩრდილებს და ხის ტოტებს ერწყმის, თეთრი განათებულ ფოთლებს ან თოვლს შეესაბამება, ხოლო ღია ყავისფერი ტონალობა ბნელ და ნათელ ელემენტებს შორის გლუვ გადასვლას უზრუნველყოფს.

მეცნიერებმა ექსპერიმენტულად დაადასტურეს, რომ შენიღბვის ეფექტი მუშაობს არა მხოლოდ ადამიანის ხედვის მოდელზე, არამედ კატებსა და ძაღლებზეც – მტაცებლების ორი ძირითადი ოჯახის წარმომადგენლებზე, რომლებიც პანდაზე ნადირობენ.

“როდესაც ჩვენმა ჩინელმა კოლეგებმა გამოგვიგზავნეს სურათები ველური ბუნებიდან, მე სურათზე გიგანტური პანდა ვერ დავინახე“, – ამბობს კვლევის ხელმძღვანელი პროფესორი ტიმ კარო ბრისტოლის ბიოლოგიურ მეცნიერებათა სკოლიდან.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share