„ოცნება“ ნარკორეალიზატორების სადარაჯოზე-ვის გათავისუფლებას სთხოვდა დავით დარჩია ირაკლი კობახიძეს

„ქართული ოცნება“  ხმების სანაცვლოდ  წინასაარჩევნოდ  ციხიდან  ნარკორეალიზატორებს ათავისუფლებდა. ამის დამადასტურებელი დოკუმენტი ტვ პირველმა მოიპოვა.

როგორც „ქართული ოცნებიდან“ მოპოვებული ერთ-ერთი დოკუმენტიდან ირკვევა, სკანდალურ  საბუთს  ხელს  ოზურგეთის საკრებულოს ორგზის თავმჯდომარე დავით დარჩია აწერს. ის ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარი და თანაკურსელია. წერილში,რომელიც, 2020 წლით არის დათარიღებული, დავით დარჩია ირაკლი კობახიძეს წერს , რომ მას ესაჭიროება ორი ადამიანის ადრე გათავისუფლება. ესენი  არიან გიორგი თავართქილაძე და პავლე სარიშვილი. ამავე წერილის თანახმად, დავით დარჩიამ გაიარა კონსულტაციები, როგორც გურიის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელობასთან, ასევე პროკურორთან და იმ შემთხვევაში თუ იქნება პარტიის მხარდაჭერა ამ ადამიანების ავტორიტეტი მათ დაეხმარება  წინასაარჩევნოდ ხმების მოპოვებაში.

ჟურნალისტის კითხვაზე ეკუთვნოდა თუ არა დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა დარჩიას, დავით დარჩიამ ეს დაადასტურა, თუმცა შინარსის გაგების შემდეგ, უარყო.

“ეს ხომ არის თქვენი ხელმოწერა?”

“დიახ,მერე?”

“ეს არის მოხსენებითი ბარათი რომელიც გასული წლის 14 ივლისს გაუგზავნეთ ირაკლი კობახიძეს,პარტიის ოფისიდან თუ გვექნება თანხმობაო,მაშინ ჩვენ ამ ადამიანებს გავათვისუფლებთ და ისინი დაგვეხმარებიანო”.

“ნამდვილად არ ვიცი გიორგი თავართქილაძე ვინაა,ხელმოწერის გაყალბებას რა უნდა ,მაგას მეც გავაკეთებ”

“გიორგი თავართქილაძე მართლა არ გახსოვთ,თქვენთან ერთად მუშაობდა’

“წარმოდგენა არა მაქვს ეს აბსურდი ვინ დაწერა, ვინ გაუგზავნა,არც ჩემი კომპეტენციაა და არც მევალება ასეთი რამეები.”

“ხელმოწერა თქვენია”

“ხელმოწერა ჰგავს ჩემსას ,მაგრამ მაგის გაყალბებას არაფერი არ უნდა,იმდენ ხელმოწერას მივამგვანებ ახლა რამდენიც მოგინდება.”

ამის შემდეგ დავით დარჩიმ პარტიაში დარეკა,იმის გასარკვევად თუ საიდან ჰქონდა ჟურნალისტს ეს დოკუმენტი:

“ქართულ ოცნებაში” დარეკეთ ახლა თქვენ ?რა გითხრეს პარტიაში?”

“მტყუვნის?რა პარტიაში, მტყუანს მო—ნ კეთილები.’’

დავიათ დარჩია საკუთარი სიმართლის დამტკიცებს უცენზურო სიტყვებით შეეცადა,თუმცა ჩვენ გვაქვს დადასტურებული კადრები იმისი, რომ მან ნამდვილად ჩააყენა საქმის კურსში პარტია.

გიორგი თავართქილაძე ნამდვილად გაათავისუფლეს და ის ამჟამად მეუღლესთნ ერთად პოლონეთში იმყოფება. ის გვიდასტურებს, რომ თავისუფლია, თუმცა ამბობს, რომ მან მიიღო ის სასჯელი, რაც ეკუთვნოდა.

თუმცა ის დაპატიმრებული 260 მუხლის პირველი ნაწილით იყო, რაც 6 წლამდე პატიმრობას გულისხმობს, მაგრამ იმ წერილის შემდეგ, რომელიც დავით დარჩიამ ირაკლი კობახიძეს გაუგზვნა და დაასაბუთა, რომ მას სჭირდებოდა გიორგი თავართქილაძის მხარდაჭერა,პატიმარმა   ციხე  ორ თვეში დატოვა  დატოვა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share