გურულები ისევე როგორც ყველა ყველა აღმოსავლური ხალხი დიდი „ასტრონომები“ არიან. თუ მთვარის გარშემო რკალი შენიშნეს, ან მთვარის დაბნელებისას, ან კიდევ როცა მიწისძვრა ხდება, ეს ყველაფერი გურულების რწმენით რაიმე განსაკუთრებულ მოვლენის დადგომას მოასწავებს.
გურულები თვლიან, რომ ახალი მთვარის დროს არანაირი საქმიანობის დაწყება არ ვარგა, საქმის წამოწყება კარგია მხოლოდ სავსე მთვარისას, აქედან გამომდინარე ასევე მიიჩნევენ, რომ ძალიან კარგია თუ კი ბავშვი სავსე მთვარის დროს დაბადება.
გურულები თვლიან, რომ ცაში იმდენივე ვარსკვლავია რამდენი ადმიანიც ცხოვრობს დედამიწაზე; მიაჩნიათ, რომ ადამიანის სიკვდილისას მისი ვარსკვლავი ციდან ვარდება: მათთვის ზოგადად ადამიანის სიკვდილი მისი ვარსკვლავის ჩამოვარდნასთან გახლავთ დაკავშირებული.
კომეტის გამოჩენა ყოველთვის სხვადასხვა სახის მოვალენას მოასწავებს და სხვადაასხვანაირად აიხსნება: ზოგს მიაჩნია, რომ ეს ნიშნავს თურქებთან მოსალოდნელ ომს; ზოგს მიაჩნია, რომ ქოლერა და შავი ჭირის ეპიდემია დაიწყება; ზოგისთვის -მოუსავლიანი წელია მოსალოდნელი, ზოგისთვის კი მოსავლიანი; ზოგი თვლის, რომ კეისარის ოდენა ადამიანი დაიბადა, რომელიც სამყაროს დაიპყრობს; ზოგის აზრით რომელიმე „დიდი ადამიანის“ გარდაცვალებაა მოსალოდნელი – მაგალითისვის, რომელიმე აქაური გადამდგარი პოლკოვნიკი თავადის. მოკლედ ასეთ შემთხვევას გურიაში უამრავი განმარტება და ახსნა აქვს.
„ცის გახსნა“
გურულების რწმენით ცა იხსნება, მაგრამ ეს გრძელდება სულ ერთი წამი. თუ კი ვინმე ამ მოვლენას შეამჩნევს, მას ამ მომენტში შეუძლია თავისთვის ნებისმიერი რაიმე ისურვოს, ასეთ შემთხვევაში მას სურვილი აუცილებლად აუსრულდება.
„ცის სარტყელი“
გურულების რწმენით თუ „ცის სარტყელი“ აღმოსავლეთით გამოჩნდება, მაშინ ის კარგი ამინდის ნიშანია, ხოლო დასავლეთით ცუდი ამინდი და ხანგრძლივი წვიმებია მოსალოდნელი; თუ აღმოსავლეთით რამდენიმე „ცის სარტყელი“ გამოჩნდება, ეს ხალხის რწმენით ხანგრძლივ გვალვას მოასწავებს.
თუ ცის სარტყელის თავი ან ბოლო, რომელიმე მოსახლის ეზოში მოუწევს, ან სახლზე გადაისახება, გურულების რწმენით ეს სახლის პატრონის და მისი ოჯახისათვის დიდ უბედურებას მოასწავებს.
„მკვდრის მზე“
როდესაც მზე ჩასვლისას ჰორიზონტზე დაიმალება, ამის შემდეგ იგი გარკვეული დროის განმავლობაში ისევ ანათებს მთების მწვერვალებს და მაღლობებს. ასეთ დროს მზის სინათლე ძალიან მკრთალია და მოწითალო ნათება აქვს, რატომღაც გურიაში მზის ასეთ სინათლეს „მკვდარის მზე“ ჰქვია.
„ჯვარის ძალი“
გურულების წარმოდგენით „ჯვარის ძალი“ კონუსისგვარი ცეცხლის ნათელი ალია, რომლის სიმღალე დაახლოებით 1,5 არშინია.
ნათელ ღამეს ეს კონუსი ციდან დაეშვება დააჯდება, რომელიმე ძალიან ლამაზ ხეს („ჯვარის ძალისათვის“ ყველაზე უფრო საყვარელ ხედ ითვლება წითელი ხე, ან ურთხელი), რის შემდეგაც ეს ხე ხელშეუხებლად ითვლება. ცუდია, თუკი ჯვარის ძალი სახლს დააჯდება მოსასვენებლად. ხეზე დასვენების შემდეგ ცეცხლოვანი კონუსი ცაში აფრინდება. ისეც ხდება, რომ „ჯვარის ძალის“ ეს მოგზაურობა რამდენჯმერმე განმეორებულა. ხალხში არსებული რწმენის მიხედვით თუ მისი შერჩეული ხე ვისიმე სახლის მახლობლადაა, ეს სახლში მცხოვრები ოჯახისათვის ძალიან ცუდის მომასწავებელი ნიაშანია.
ვინაიდან ხალხის წარმოსახვაში „ჯვარის ძალი“ ძალიან ნათელი, ბრწყინვალე და ლამაზი გახლავთ გურიაში ლამაზ მამაკაცს „ჯვარის ძალს“ ეძახიან; ასე მაგალითად თუ რომელიმე მამაკაცი სრულყოფილი სილამაზისაა მასზე იტყვიან, რომ ის ნამდვილი „ჯვარის ძალია“.
კავკასიის ადგილებისა და ტომების აღწერის მასალების კრებული 1893 წელი
მოამზადა კახა ჩავლეიშვილმა