თავდასხმა ,,ტვ პირველის” რეპორტიორზე. ბათუმში საარჩევნო ბიულეტენების ხელახალი გადათვლის დროს ,,ქართული ოცნების” დამკვირვებელმა ფიზიკური შეურაცხყოფა ,,პირველების” რეპორტიორს, ნატო გოგელიას, მიაყენა.
,,ოცნების” დედაც” – დამკვირვებლის გაღიზიანება იმ ბიულეტენის დანახვას მოჰყვა, სადაც ამორჩეველს ასეთი შინაარსის გზავნილი ჰქონდა დატოვებული.
მმართველი პარტიის დამკვირვებელმა ნატო გოგელიას ბიულეტენის გადაღების საშუალება არ მისცა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
სიტუაციის განმუხტვა ადგილზე პოლიციის ჩარევის შემდეგ გახდა შესაძლებელი.
ბათუმში 7 საარჩევნო უბნის შედეგების ხელახლა გადათვლა დასრულდა. კომისიის წევრებმა ბიულეტენების ნაწილი, რომელთა ვარგისიანობა საეჭვოდ მიიჩნიეს, ამოიღეს და ხვალ მათზე მსჯელობა გაიმართება.
ტვ პირველი