“თქვენ იცით, “ლელოს” ფრაქციამ გამოაცხადა ბოიკოტი პარლამენტში. იმიტომ, რომ საშიშროების წინაშე დგას ადამიანის სიცოცხლე, არ აქვს მნიშვნელობა რა დამოკიდებულება მქონდა მასთან ან მას ჩემთან.ის არის საქართველოს პრეზიდენტი და მას ეკუთვნის ისეთივე სამედიცინო მომსახურება, რომ ჩვენ ფატალურ შეცდომამდე არ მიგვიყვანოს ამათმა სიგიჟემ. შევარცხვინე ის ქართველი კაცი, რომელიც მივა ციხის კართან და პატიმარს დედას შეაგინებს. ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართველობა!” – თქვა პარტია “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ.