ვახო სანაიაზე თავდასხმის შემდეგ მთავარი არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ჟურნალისტს სახლში ეწვია. ვახო სანაიას მეუღლემ შემთხვევის შემდეგ ბავშვის ემოციური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა: “შორეულ პერსპექტივაში ის ამბები აღარ დაამახსოვრდება, სტრესი ნამდვილად მიიღო – ექიმს ველაპარაკე, 2 დღე რომ არ ჭამდა, ეს იყო ამის გამოვლინება“, – განაცხადა თამუნა ყურაშვილმა.
შეგახსენებთ, ვახო სანაიას ოჯახსა და მისი ცოლის ნათესავს წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. აღნიშნულ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ 3 პირი დააკავა.