ლეგენდარულმა ქართველმა შემსრულებელმა, ნანი ბრეგვაძემ გადაცემა „სთორიში“ მისი ცხოვრების სიყვარულზე, ყოფილ მეუღლე, მერაბ მამალაძეზე ისაუბრა.
„მოვიდა მერაბი. არაჩვეულებრივი შესახედაობის, წესიერი და დედაჩემმა იფიქრა – ჩქარა, არიქა. ისევ დედაჩემის აქტიურობა იყო ოღონდ, დედაჩემმა უთხრა, თუ გინდა გამოგყვეს, უნდა იმღერესო.
საწყალი, ნამდვილად დავტანჯე – ჩემი არ ყოფნით მასთან. გაგიჟდა კაცი. ახალგაზრდა ბიჭი მარტო, ძალიან ვდარდობდი. მერე თვითონ წავიდა, სხვათა შორის, იმიტომ კი არა, რომ მე არ ვუნდოდი, იმიტომ, რომ მე მომცა თავისუფლება. ძალიან შეზღუდული იყო.
ჩემი მეუღლე რასაკვირველია, ეჭვიანობდა, ოღონდ მე არ ვიცოდი. შემდეგ მივხვდი, რომ სულ ეჭვიანობდა. ისე დამადგებოდა თავს, რომ არც მოველოდი. ერთხელ კონცერტის შემდეგ მითხრა – არა გოგო, შენ უნდა იმღერო, როგორ შეიძლება შენ არ იმღეროო“, – თქვა ნანი ბრეგვაძემ.