ძალიან ვნერვიულობ, რადგამ მომავალს ვერ ვხედავ საქართველოში. ამ მმართველობის ქვეშ საქართველოს მომავალს ვერ ვხედავ, – ბათუმში, ოპოზიციის აქციას ,,ქართული ოცნების” მხარდამჭერი შეუერთდა და მმართველი პარტიისადმი პროტესტის ნიშნად ,,ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისური გაიხადა.
”ვერ ვხედავ ახალგაზრდების, ბავშვების მომავალს, ერთი წლის წინ მე ,,ქართულ ოცნებას” ხმას ვაძლევდი, როგორც ეს ფორმაა გახუნებული, ისე გახუნდა ,,ქართული ოცნება”, გახუნდა 50 ლარიანები, ვეღარ მოგვისყიდით. არც ერთ პარტიას არ დავუდგები, მაგრამ ხალხს დავუდგები გვერდით. იმ ხალხის გვერდში ვიქნები, ვისაც დღეს 88 ლარი გადაახდევინეს ფქვილში. აქედან ვიწყებ ბრძოლას საქართველოს გადარჩენისთვის!” – განაცხადა აქციაზე ,,ქართული ოცნების” უკვე ყოფილმა მხარდამჭერმა, მირზა აბაშიძემ.
ბათუმში, მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ, ოპოზიციის აქცია მიმდინარეობს, რომლის მონაწილეები მიხეილ სააკაშვილის უკანონო პატიმრობასა და გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ.