უწყებათაშორისო სააკორდიანციო საბჭოს ინფორმაციით, დღეს დადასტურებული კოვიდშემთხვევებიდან გურიაში – 78 შემთხვევაა, ყველაზე მეტი – 2 157 თბილისიდანაა.
რეგიონული განაწილება სრულად ასეთია:
“დღეს გამოვლენილი ინფიცირების 3 958 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 2 157 შემთხვევა, აჭარა – 417, იმერეთი – 537, ქვემო ქართლი – 190, შიდა ქართლი – 137, გურია – 78, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 159, კახეთი – 140, მცხეთა-მთიანეთი – 89, სამცხე-ჯავახეთი – 40, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 14”, – თქვა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათში დამატებით ინფიცირდა 3 958 ადამიანი, გარდაიცვალა 36 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 3 531.