“„მთელი ერის გაბახების მცდელობა შერჩეთ? ასეთი რამ არ არსებობს. ქართველი ერი ამას არ დაუშვებს. რა თქმა უნდა, ამ ჭუჭყს ჩამოიფერთხავს. რა თქმა უნდა, ამ მოძალადეს გასწევს გვერდზე. რა თქმა უნდა, ივანიშვილი დასრულებულია. ჩემთვის ახლა მთავარი პრობლემაა, რამდენად ჩქარა და რამდენად უმტკივნეულოდ ჩვენი ერისთვის.
მეგობრებო, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან სერიოზული ბრძოლისთვის. მხოლოდ სვეცკაობით ეს არ მოხდება. არის საჭირო სერიოზული ბრძოლა – ინოვაციური, ყველა მხრიდან, ახალი მეთოდების მოგონება. ამიტომ გეუბნებით, რომ მე რომ არ ვარ ადგილზე, ყველაზე მეტი გამოცდილება, შეიძლება მე მქონდეს, მე ვერ მოგცემთ გამზადებულ რჩევებს, იმიტომ, რომ ყოველთვის ყველა იგონებდა რაღაც ახალს“ -ამბობს საქართველოს ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მთავარის ეთერში.