ჟურნალისტ ირაკლი წულაიას მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარდამჭერებს, სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გამოხსნის მოტივით უნდათ, თავად წულაიას პოსტის კომენტარებში ეხმაურება ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი.
„მე მაპატიეთ, მაგრამ სამოქალაქო საავადმყოფოს რომ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მიუვარდეს „ნაცების“ ლაშქარი და აყალ-მაყალი დაიწყონ, ეს ისეთ ნეგატიურ რეაქციას გამოიწვევს ხალხში, რომ მალე ორი იმდენი ლაშქარი თავისით შეიკრიბება მათ გასაყრელად საავადმყოფოს ტერიტორიიდან.
ასე, რომ რისი ეშინიათ მე ვერ გავიგე, ეტყობა გაცილებით უფრო მაღალი წარმოდგენა აქვთ სააკაშვილის და „ნაცების“ შესაძლებლობებზე, ვიდრე მე.”