„1. პატიმარი შიმშილობს
2. შექმნილია კონსილიუმი
3. პატიმარი გაჰყავთ ექიმის ოთახში
4. ექიმი დანიშნულებას ასრულებს
5. ექიმის ნებართვის გარეშე ვერაფერს მიიღებს მოშიმშილე პატიმარი, რადგან შეიძლება დაიღუპოს
6. ექიმი კი კონსილიუმის გარეშე ვერაფერს მისცემს პაციენტს
7. კონსილიუმი ხელისუფლებამ შექმნა
8. აბა გამოვიდეს ვინმე კონსილიუმიდან, რომელიმე ექიმი და იკადროს, არ შიმშილობსო სააკაშვილი. კონსილიუმი სწორედ იმოტომაა შექმნილი, რომ პატიმარი შიმშილობს.
რა, სააკაშვილი გამოიპარა საკნიდან, ექიმებთან შევარდა და მაცივრიდან საჭმელი მოიპარა ?!
ოცნება და მისი დაქირავებული ,,ექსპერტები” რომ ყველაფერს იკადრებენ, ეს ყველამ იცის, მაგრამ ვის დასაბნევადაც არის მიმართული ეს პროპაგანდა, იმ პატიოსანი ხალხისთვის ვწერ.
და ერთიც – როცა ხელისუფლება ამგვარ ნაბიჯებს დგამს, მისი დასასრული ახლოსაა. გამოცდილება ამას გვეუბნება.“-წერს ვახო სანაია.