„ძალიან გთხოვთ, შეუძლებელი შეძელით რომ ჩვენს თაობას მაინც არ აკიდოთ პრეზიდენტის მკვლელობის ცოდვა.“-ასე მიმათავს ექიმი ნანა გეგეჭკორი უფროსი თაობის ექიმებს და სთხოვს მათ,გამოიჩინონ პროფესიული ღირსება და გადაარჩინონ მესამე პრეზიდენტის სიცოცხლე:
„პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სადარაჯოზე შეკრებილი კონსილიუმის წევრებს, მოგმართავთ თხოვნით, ერთი ჩვეულებრივი, უმცროსი კოლეგა!
ძალიან გთხოვთ, სასწრაფოდ ამოიღეთ ხმა თქვენი პაციენტის დასაცავად. თქვენი მთავარი პროფესიული ღმერთი, ადამიანის სიცოცხლე განსაცდელშია. უმცროს კოლეგებს, დამწყებ ექიმებს, ახალგაზრდებს მოგვეცით საშუალება ჩვენი პროფესიისადმი და ადამიანური ღირებულებებისადმი ნდობა შევინარჩუნოთ. მოგვეცით საშუალება გვჯეროდეს, რომ ექიმობა პროფესიაზე, ხელფასზე, შიშზე, პირად კეღილდღეობაზე მეტია. მოგვეცით საშუალება რომ დავიჯეროთ, ჩვენ, ექიმები ყოვლისშემძლე ჯადოქრები უნდა გავხდეთ ჩვენი პაციენტების გადასარჩენად და ბოლო რესურსის ამოწურვამდე უნდა ვიბრძოლოთ ყოველი სიცოცხლის გადასარჩენად. ასეთია პატიოსანი ექიმის ყოველდღიურობა, არ აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტის მკურნალი ხარ თუ ქუჩაში ნაპოვნი ადამიანის. თქვენს ახალგაზრდა კოლეგებს მოგვეცით პროფესიული ღირსების მაგალითი, რომ თუნდაც თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების ჯანმრთელობა უზრუნველყოთ სამომავლოდ პროფესიონალების ხელში.
პროფესიონალიზმი არ გულისხმობს მხოლოდ ალგორითმების ცოდნას. კარგი ექიმი პრინციპული, პატიოსანი ადამიანი უნდა იყოს პირველ რიგში. გვასწავლეთ პრინციპულობა და ადამიანად დარჩენის გზები მაშინაც კი, როცა ამის თითქოს თეორიული რესურსიც კი არ არსებობს.
ძალიან გთხოვთ, შეუძლებელი შეძელით რომ ჩვენს თაობას მაინც არ აკიდოთ პრეზიდენტის მკვლელობის ცოდვა.
შეუძლებელი შეძელით რომ შევქმნათ პრეცედენტი როგორ ვერ დაჩაგრა უსამართლო სისტემამ ადამიანი.
გთხოვთ, ძალიან გთხოვთ…“-წერს გეგეჭკორი.