თბილისში წინასწარი დაკავების იზოლატორები გადავსებულია – გომელაურის უწყება ოპოზიციის აქციაზე დაკავებულებს სხვადასხვა ქალაქში პოლიციის ავტომობილით დაატარებს, თუმცა როგორც ირკვევა, თავისუფალი ადგილები არც რეგიონებშია.
ხაშურის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრავა, რომელიც განყოფილების წინ, საპატრულო მანქანაში, საათზე მეტია ჰყავთ დაყოვნებული.
ადგილზე მიიყვანეს ხელბორკილდადებული გოგა ონიანიც.
რაც შეეხება პაატა ბურჭულაძის შვილს, ის თბილისიდან მარნეულში გადაიყვანეს.
სამოქალაქო აქტივისტ ზვიად კუპრავას სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.