“მინდა, გავამხნევო მიშა! ის გამოიყურება ღირსიულად. გადის უმძიმეს გზას – ტანჯვისა და შეურაცხყოფის. ზუსტად იმავე გზას გადის საქართველო – ივანიშვილი მიშას კი არა, ამ ქვეყნის წარსულს, აწმყოსა და მომავალს ათრევს დილეგის დერეფნებში. ზუსტად ისე, როგორც მიშა, დღეს შეურაცხყოფილია ქართველი ხალხი, მიუხედავად პოლიტიკური გემოვნებისა. თუ შენი ქვეყანა თავგანწირვით არ გიყვარს, ამას ვერ გაუძლებ. ჩამოხვიდე და ჩაჯდე ყაენის მორჩილი ქვეშევრდომის ციხეში, დიდ ვაჟკაცობას მოითხოვს. ვხედავთ, როგორ ამარცხებს მიშა ყოველდღიურად ივანიშვილს, რომელიც პუტინის საამებლად ფეხქვეშ თელავს ამ ქვეყნის ღირსებას.
მომავალი მიშას ბრძოლას დააფასებს, ივანიშვილმა კი უკვე მოხაზა კუთვნილი ადგილი ამ ქვეყნის ისტორიის ყველაზე ბნელ ფურცელზე” – პოსტის ავტორი, ჟურნალისტი ვახო სანაია.