ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას ინფორმაციით, ოპოზიცია აგრძელებს ყოველდღიურ საპროტესტო აქციებს. მორიგი აქცია მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად გაიმართება 13 ნოემბერს, 17 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ.
“გავაგრძელოთ ყოველდღიური არაძალადობრივი აქციები და ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა. გელოდებით ყველას, ვისთვისაც მნიშვნელოვანია, როგორი ხელისუფლება უნდა”,- ამბობს მელია.