AFG გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი ევროკავშირის მხრიდან საქართველოს მიმართ მოსალოდნელ სანქციებზე საუბრობს და წერს:
“ევროკავშირში მიმდინარეობს დებატები სანქციებთან დაკავშირებით. დეპუტატების დიდი ნაწილი მხარს უჭერს მხოლოდ პერსონალურ სანქციებს და არა სანქციებს სახელმწიფოს წინააღმდეგ.
მომავალ კვირაში იგეგმება დელეგაციის ვიზიტი ახალი შემადგენლობით. ვიზიტის ფორმატშია პრეზიდენტ სააკაშვილის მონახულება ციხეში.
კულუარული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს ჩამოერთვას უვიზო რეჟიმით სარგებლობის უფლება ოფიციალური განხილვის თემა არ გამხდარა, თუმცა არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ გერმანია, საფრანგეთი და იტალია, მიმდინარე წლის ბოლოს ამ საკითხს წინა პლანზე წამოწევს.” – წერს სულაშვლი.