იულია ტიმოშენკოს პარტია „ბატკივშინა“ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცალკეული ქმედებები უფლებადამცველების მიერ კვალიფიცირდება, როგორც წამება. პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი დამოკიდებულება მიუღებელია და სააკაშვილი, სინდისის პატიმარი, უნდა გათავისუფლდეს.
„უკვე 43 დღეა მთელი მსოფლიო შიშითა და მწუხარებით ადევნებს თვალს მიხეილ სააკაშვილის დევნას საქართველოს ციხეში.
ყოფილ პრეზიდენტს, მსოფლიო დონის პოლიტიკოსს, ლიდერს, რომლის დამსახურებაცაა საქართველოში გატარებული მრავალი რეფორმა და ამჟამინდელი მიღწევება, ისე ეპყრობიან, როგორც საშიშ კრიმინალს ეპყრობიან.
მიხეილ სააკაშვილის მიმართ ცალკეული ქმედებები უფლებადამცველების მიერ კვალიფიცირდება, როგორც წამება. ასეთი ვითარება მიუღებელია! ეს სირცხვილი სასწრაფოდ უნდა შეწყდეს და სინდისის პატიმარი უნდა გათავისუფლდეს!
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გამოავლინოს პოლიტიკური ნება და მიიღოს ბრძნული გადაწყვეტილება. მოვუწოდებთ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის უკრაინის ტერიტორიაზე დაბრუნებისკენ. აქ ის შეძლებს, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება, გაიაროს რეაბილიტაცია და გააგრძელოს მუშაობა თავისი ორი სამშობლოს – საქართველოსა და უკრაინის საკეთილდღეოდ“, – ვკითხულობთ ტიმოშენკოს პარტიის განცხადებაში.