ჩვენზეა დამოკიდებული იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილი ცოცხალი – ამის შესახებ “ერთინი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე განაცხადა.
ვიქნებით აქტიურები მიშაც ცოცხალი იქნება, ელენეც ცოცხალი იქნება და სახელმწიფოც იარსებებს. თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. წინ გამარჯვებისკენ, ბრძოლისკენ და იმ რწმენისკენ, რამაც ეს დღეები ჩვენ შეგვაძლებინა, რომ უწყვეტი საპროტესტო აქციები გაგვეშალა. წინ კიდევ ბევრი, მძიმე ბრძოლა გველოდება”- განაცხადა ნიკა მელიამ.
მისი თქმით, რამდენი პოლიტიკოსიც არ უნდა დააკავონ, ფართომასშტაბიანი პროტესტი უნდა გაგრძელდეს.
იცოდეთ, რომ რამდენი პოლიტიკოსიც ან პოლიტიკურად აქტიური ლიდერიც არ უნდა დაგვიჭირონ, კიდევ უფრო მეტნი უნდა გამოხვიდეთ. დღეს სახელმწიფოსადმი სიყვარული, ერისადმი, სიმბოლოებისადმი მტკიცდება ქუჩაში. სხვა გზა არ დატოვა პუტინმა, სხვა გზა არ დატოვა ბიძინა ივანიშვილმა. ამიტომ ბრძოლა გამარჯვებამდე. ვარყიოთ რეჟიმი, სანამ არ ჩამოინგრევა! ყოველდღიურად და მტკიცედ. ასე უწყვეტად და ურყევად”- თქვა ნიკა მელიამ.