“საერთო-ეროვნული მკვლელობა: ზოგი ნებით, შეგნებულად; ზოგი – უნებურად, გაუაზრებლად; ზოგი – უსუსურობით – წარმოუდგენელი მასშტაბის – პრეზიდენტის მკვლელობის და იმავდროულად, საზოგადოების მორალური და მენტალური თვითმკვლელობის, თვითგანადგურების აქტს ვაწერთ ხელს. საოცარი და საშიში ნაზავია: პირველყოფილი ბნელეთის და თანამედროვე ტექნოლოგიების – ირაციონალურ, ველურ იმპულსებში და ფეისბუქ-პროტესტში ჩაკარგული საქართველო. დამანგრეველი “ექსპერიმენტი”.” – წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.