”მასობრივი შიმშილობა, დეპუტატებით დაწყებული და ყველა ახლადარჩეული საკრებულოს წევრებით დამთავრებული, შესაძლოა ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდეს, როგორც შიგა და გარე პოლიტიკური, ასევე ჰუმანიტარული თვალსაზრისით.
P.S. განმარტება: საპროტესტო აქციების “გასაღები” ხელისუფლებას დიდი ხანია ნაპოვი აქვს – დაგღალოს, გამოგიწვიოს, დაგიჭიროს. ამ კატა-თაგვობანას თამაშში მეტი რესურსი აქვთ. ხაზგაზმით მშვიდობიანი შიმშილობა რესურსს არ მოითხოვს, აქტიურია და ხელისუფლებისთვის ხელშეუხებელი. ამასთან ბრძოლა ჯერ არ იციან.” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, დღეს 10-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა შიმშილობა დაიწყო.