ასე აღტკინებით როგორ ველოდებით საქართველოს მესამე პრეზიდენტის სიკვდილს? -მსოფლიოში ცნობილი დიზაინერი, ზვიად ციკოლია, მიხეილ სააკაშვილისთვის ნორმალური სამკურნალო პირობებს ითხოვს და საზოგადოებას მიმართავს.
”რაღაცა სერიოზული კვლევის საგანია, უნდა გავარკვიოთ, არ ვიცი, რაღაცას გვაჭმევენ, ჰაერში რაღაცას უშვებენ, თუ ასეთ რა ჯადოს გვიკეთებენ, რომ ასე აღტკინებით და მოლოდინით ველოდებით ადამიანის სიკვდილს, საქართველოს მესამე პრეზიდენტზეა საუბარი. ყველაზე გასაკვირი ის არის, რომ ამ ადამიანის ნორმალურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვს საზოგადოება და ნორმალურად მკურნალობას. მესმის, რომ ,,თავისუფლება მიშას” და რაღაცა სხვანაირად შესაძლოა, შეფასდეს ისტორიები, ყველას თავისი სიმართლე აქვს, მაგრამ ამ ეტაპზე საკითხი დგას, რომ ამ ადამიანს მიეცეს ნორმალური მკურნალობის საშუალება. ეგეც კი პრობლემაა” – განაცხადა ტვ პირველის ეთერში ზვიად ციკოლიამ.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე 46-ე დღეა, რაც შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის პირობების მკვეთრი გაუარესების მიუხედავად, იუსტიციის სამინისტრო უარს აცხადებს, მიხეილ სააკაშვილი მულტიფუნქციურ სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანოს, სადაც მკურნალობისთვის შესაბამისი პირობებია.