პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ევროპარლამენტარს პოლონეთიდან, ანა ფოტიგას, კრიმინალური ძალის ლობირებაში ადანაშაულებს. ირაკლი კობახიძის ბრალდების თანახმად, ევროპარლამენტართა ნაწილი მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებზე პასუხისმგებლობას იზიარებს.
”არის მცირერიცხოვანი ჯგუფი ლობისტების, რომელსაც მიეკუთვნება ეს ერთ-ერთი ევროპარლამენტარი, რომელიც იყო საქართველოში ჩამოსული. ისინი არიან დიდი ხნის ლობისტები კრიმინალური ძალის, რომლებიც სამწუხაროდ, პასუხისმგებლობას იზიარებენ იმ დანაშაულებებზე, რაც ჩადენილ იქნა 2012 წლამდე. თან საუბარია რა დანაშაულებებზე, ადამიანის წამება, არაადამიანური მოპყრობა, ტერიტორიების ჩაბარება და ასე შემდეგ. მაშინაც ისინი ლობისტები იყვნენ. რა თქმა უნდა, თუ ისინი განაგრძობენ ასეთ საქმიანობას, ლობისტურ საქმიანობას, ჩვენ , ბუნებრივია, მოგვიწევს, მათ კრიმინალების მფარველები ვუწოდოთ” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ევროპარლამენტარი პოლონეთიდან, ანა ფოტიგა, საქართველოში ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა და ციხეში მიხეილ სააკაშვილთან შესვლა სურდა, თუმცა, იუსტიციის სამინისტრომ უარი განუცხადა.