”ადამიანი 47 დღეა შიმშილობს. ჩვენს თვალწინ ჩვენი კოლეგა პარლამენტში შიმშილობს, რომ ვუყურებ, გეშინია უფრო ცუდად არ გამოიყურებოდეს, რაღაც არ დაემართოს. აქ რომ 3-ჯერ მეტი ხანია შიმშილობს, არაფერი განსაკუთრებული ამ პერიოდში არ მომხდარა და მთელი ეს დრო იძახდნენ, რომ დღეს თუ არა ხვალ, შეიძლება კატასტროფული შედეგი მოხდეს. ბევრი რამ არ მჯერა, ბევრი რამ შეუსაბამოა. თუ მოკვდა, ვიტყვი, რომ შევცდი. მაჩვენე რამდენ კალორიას იღებს, მისი ანალიზები და ნიკა გვარამიას პროპაგანდით კი არ გადავწყვეტ, ჩემით გადავწყვეტ. 80 ადამიანი გვიკვდება ყოველ დღე კოვიდით, 84 ადამიანი ზის ციხეში ლეგალურ მცენარეზე, 84 ადამიანზე უფრო მეტად ვნერვიულობ, ვიდრე მიხეილ სააკაშვილზე.”
ამის შესახებ პარტია გირჩის წევრმა ვახო მეგრელიშვილმა, პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.