”სიმბოლური იქნება რომ მე პრეზიდენტის ბიბლიოთეკაში დავიწყო შიმშილობა და ამითი უფრო მეტი ყურადღება მივიპყროთ საზღვარგარეთიდან, აქ ყოფნა მე დამეხამრება შიმშილობაში, ადამიანი რომელსაც ამდენი ჯილდო აქვს მიღებული მთელი მსოფლიოსგან – მედლები, ორდენები… რა არ ვნახე მე აქ. ეს მუზეუმია მარტო ბიბლიოთეკა კი არა. ერთი აქაური ჯილდო მთელ ”ქართულ ოცნებად” ღირს. მე მგონია, რომ ჩემი შიმშილობით უფრო მეტ ყურადღებას მივიქცევ მსოფლიოსთვის ვიდრე მიტინგებზე სიტყვით გამოსვლით. უკვე დამიკავშირდა პოლიტიკური ჟურნალისტი ლონდონიდან. მე იმედი მაქვს, რომ ამით ჩვენ მიხეილ სააკაშვილს დავიხსნით, მეორე სულ, რომ უიმედობა იყოს, არ მინდა მონაწილე ვიყო ძალიან ცუდი ბოლოსი. ყველას აქვს მცდელობა ,რომ ჩვენი პრეზიდენტი მოკლან – მე ამის ყურება არ შემიძლია. ჩემი პროტესტი ამაზე არის მიმართული და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გავიმარჯვებთ.
ბიძინა ივანიშვილს ვიცნობ და დღეს ის ამ სიტუაციით ხარობს. დარწმუნებული ვარ ის დღეს თავს გამარჯვებულად გრძნობს და ამბობს აი, მიშა ხო ხედავ რა გიქენი, აი ხო ხედავ მე რა ბიჭი ვარ.”
ამის შესახებ ოპერის მომღერალმა პაატა ბურჭულაძემ tv პირველის ეთერში ისაუბრა.