“არ მოგაკვლევინებთ” – საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით, გლდანის ციხის N18 სასჯელაღსრულების დაწესებულებასთან, ქალთა სოლიდარობის აქცია გაიმართა.
აქციის მონაწილეების თქმით, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი კონსტიტუციური უფლებაა და ეს აუცილებელია არამარტო პრეზიდენტის სიცოცხლისთვის, არამედ სახელმწიფოსთვის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერად, გლდანის ციხისკენ ავტომობილებით დღეს მსვლელობაც მოეწყო.