ლანჩხუთელი ფეხბურთელი ანა გობრონიძე, “გურული დღიურების” სტიპენდიანტი გახდა.ამის შესახებ ინფორმაცია მწერალმა, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა და “გურული დღიურების” სტიპენდიის დამაარსებელმა გიორგი კეკელიძემ სოციალურ ქსელში დაწერა.
“ლანჩხუთის ქალ ფეხბურთელთა გუნდის ყველაზე უმცროს წევრს, 16 წლის ანა გობრონიძეს, დღეიდან გურული დღიურების ფონდის სტიპენდიას დავუნიშნავთ. ანა უნიჭიერესი სპორტსმენია, ამასწინ ეროვნულ ლიგაში გოლიც კი გაიტანა. დედამისი, ისევე როგორც უამრავი სხვა მშობელი, იტალიიდან ადევნებს თვალს შვილის წარმატებას და დარწმუნებული ვარ, ეს წარმატება ძალიან, ძალიან დიდი იქნება.”