ამერიკისა და ევროკავშირის ელჩები ბარიერგადალახულ ოპოზიციურ პარტიებს ხვდებიან. შეხვედრა კელი დეგნანის რეზიდენციაში ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობს.
პირველი აუდიენცია „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერთან ამ წუთებში იმართება.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში 12 ნოემბრიდან მართავს.