ამერიკაში მცხოვრები ქართველი პროფესორი დოდონა კიზირია მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ მდგომარეობას ეხმაურება და წერს:
”განსაცვიფრებელია, როგორ მოახერხა ბორია აფერისტმა მოეძებნა ამდენი მასავით უსინდის-ნამუსო, ფულზე დახარბებული, მორალურად გახრწნილი გარეწარი.
ან ეგებ ასეთები ბლომად არიან საქართველოში და მათი მონახვა პრობლემას არ წარმოადგენს.
თუმცა ისიც მახსოვს, ამბობდა, ძლივს ამოვკენკე (ზუსტად მისი სიტყვაა) ჩემთვის საჭირო ხალხიო.”- წერს დოდონა კიზირია.