მშვილდაძე: სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში არის მოძალადე სისტემის უკან დახევა

სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში არის მოძალადე სისტემის უკან დახევა.
სისტემა უკან იხევს, როცა ბრძოლაში ერთვებიან ახალი ადამიანები – გუშინ სამედიცინო საზოგადოების ცალსახა და ურყევმა პოზიციამ და ადამიანების თავგანწირულმა ბრძოლამ მოიტანა ეს შედეგი, რომ დღეიდან ადამიანების სიცოცხლეზე დამთრგუნველი ნერვიულობის ნაცვლად გვეხსნება შესაძლებლობა დღის წესრიგში დავაბრუნოთ უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური საკითხები, რომელთა გადაწყვეტისას ყველას ემახსოვრება ამ მძიმე დღეებში როგორ იქცეოდა ხელისუფლებაც, ოპოზიციაც და საერთოდ ყველა

ამის შესახებ მიშა მშვილდაძემ სოციალურ ქსელში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ ცოტახნის წინ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს სთავაზობენ გადავიდეს გორის ჰოსპიტალში, ამის შესახებ მან სპეციალურად გამართულ ბრიფინზე განაცხადა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share