ეკეტერინე ტიკარაძე სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფება

ჯანდაცვის მინისტრი, ეკეტერინე ტიკარაძე გორის სამხედრო ჰოსპიტალში იმივიდა. ის ადგილზე არსებულ ვითარებას პირადად გეცნობა.

ადგილზე ძალოვანებიც იმყოფებიან.

იუსტიციის მინისტრის განცხადების შემდეგ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მისაღებად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. კლინიკის ტერიტორიაზე სამთავრობო მანქანები გადაადგილდებიან.

ჰოსპიტალში დაკეტილია მოქალაქეების მისაღები კარი. უკვე მზად არის გისოსებიანი პალატაც, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს მოათავსებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share