მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლი, ენმ-ს წევრი ეკა ხერხეულიძე ფეისბუქზე ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მისი თქმით, მესამე პრეზიდენტის გისოსებიან პალატას უყურებს:
“საქართველოს მთავრობა
საქართველოს ვერ შეაშინებთ, ვერ დაამონებთ!
ეს ფანჯარა მიშას გისოსებში ჩასმულ საკანს უყურებს და ამხნევებს.
ეს არის ნამდვილი საქართველო და არა ის,რის წარმოჩენასაც რეჟიმი ცდილობს.
ახლა მიხვალთ,დააშანტაჟებთ,დაემუქრებით ამ სახლის ბინადრებს,მაგრამ ქართველი ხალხის ნებას მაინც ვერ მოკლავთ!
პ.ს-ძვირფასო მედია,ყურადსაღები კადრია” – წერს ეკა ხერხეულიძე .