”სინამდვილეში ღარიბაშვილის დღევანდელი “კეთილშობილება”, რომ ებრძვის კაზინოს ბოროტებას, ჩვეულებრივი ვირეშმაკობაა. ტელევიზიებს ართმევს რეკლამას და შემოსავალს. ოპოზიციური არხების ფინანსური შევიწროვებაა. მეტი არაფერი..” – ასე ეხმაურება გიგი უგულავა ღარიბაშვილის დღევანდელ ინიციატივას კაზინოებთან დაკავშირებით.
საქართველოს მთავრობა აზარტული თამაშების სფეროს მკაცრად დარეგულირებას, ონლაინ კაზინოების შეზღუდვას და გადასახადების გაზრდას გეგმავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებს რეკლამის განთავსების უფლება სრულად შეეზღუდებათ, 25 წლამდე ასაკის პირებს კი – თამაშის უფლება.
“პირველ ეტაპზე ჩვენ ვფიქრობთ, ონლაინ კაზინოებისთვის გავზარდოთ გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები”,- თქვა ღარიბაშვილმა.