“ქართული ოცნების” წევრი, გიორგი ვოლსკი, ადასტურებს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილთან “ქართუ ჯგუფში” მუშაობის დროს ფინანსურ საკითხებში არაკომპეტენტური იყო.
”2011 წლიდან ვიცნობ ირაკლის. ის საკმაოდ ღირსეულად მუშაობდა და საკმაოდ ეფექტური იყო ,,ქართუ ჯგუფში”. ვადასტურებ, რომ ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და აძლევდა ჩვენებას“, – თქვა ვოსლკიმ.
შეგახსენებთ, რომ შვეიცარული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ჰკითხა – ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ყველა შეხვედრას ესწრებოდა. კითხვაზე პასუხად – “მდივანივით გყავდათ?” ივანიშვილმა უპასუხა – “რაც გინდა, ის დაარქვით, თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმით მოიხსენიეთ”.