27 – 28 ნოემბერს ქ. ბათუმში ბერძნულ – რომაულ ჭიდაობაში , უმცროს ჭაბუკებს შორის , დამსახურებული მწვრთნელის ლევან შავაძის სახელობის პირველი რესპუბლიკური ტურნირი გაიმართა.
შეჯიბრში წარმატებით გამოვიდნენ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სპორტულ – გამაჯანსაღეველ დაწესებულებათა გაერთიანებასთან არსებული ჭიდაობის სექციის სპორტსმენები.
ოზურგეთელმა ჭაბუკებმა ტურნირიდან ხუთი ოქრო, ორი ვერცხლი და სამი ბრინჯაო წამოიღეს.
აქვე გეტყვით იმას, რომ ხუთი ოქროდან , ოთხი კახაბერ აბაშიძის მოსწავლეებმა, ერთი კი ლაშა გუჯაბიძის შეგირდმა აიღო!
პირველი ადგილები აიღეს:
ნიკოლოზ კუტიბიძემ 35 ( კგ)
ლუკა კილაძემ 41 ( კგ)
რეზი გუჯაბიძემ 44 (კგ )
ლუკა ფიფიმ 52 ( კგ) და
გიორგი როყვამ 57 ( კგ)
მეორე ადგილზე გავიდნენ :
დათო ზეიკლიშვილი 52 ( კგ)
გიორგი ტაკიძე 62 ( კგ)
ხოლო, მესამე საპრიზო ადგილზე :
გიორგი ბერიძე 48 ( კგ)
ლუკა შარაძე 68 ( კგ)
ლუკა ძირკვაძე 85 ( კგ)
ნაკრები გუნდი შეჯიბრისთვის მწვრთვნელებმა: კახაბერ აბაშიძემ, კობა ბალავინოვმა, ძმებმა ზურაბიანებმა, ლაშა გუჯაბიძემ, გურამ და ალიკა აბაშიძეებმა,ლაშა ქადეიშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა მოამზადეს.