ალექსანდრ ლუკაშენკოს მთავარი პოლიტიკური ოპონენტი თბილისშია. ბელუროსიის ოპოზიციის ლიდერმა “პირველებს” ექსლუზიური ინტერვიუ მისცა.
“არ დაუშვათ ლუკაშენკოს გაგრძელება” ამ სიტყვებით მიმართავს ანატოლი ლიაბესკი ქართველ ხალხს. ბელორუსი პოლიტიკოსი “ქართული ოცნების” ბოლო დროინდელ ქმედებებს ლუკაშენკოს მმართველობას ამსგავსებს და ამბობს, რომ ამ მიმართულებით თუნდაც პატარა ნაბიჯების გადადგმა შესაძლოა, საქართელოსთის საბედისწერო აღმოჩნდეს.
”ლუკაშიზმი, როგორც იდეოლოგია, გადამდებია. ბელორუსიამდე ბევრი გზა გაქვთ გასავლელი, მაგრამ მეორე მხრივ ტენდენცია საგანგაშოა. ჩვენ ძალიან ფრთხილად მივიღეთ ფაქტი, რომ ბელორუსიის საიდუმლო სამსახურსა და საქართველოს შორის დაიდო შეთანხმება. ნებისმიერი სახის ურთიერთობა ლუკაშენკოს ტოქსიკურ რეჟიმთან ნიშნავს, რომ თქვენ მისგან იღებთ ამ ტოქსიკურობას, მაშინაც კი, როდესაც დგამთ პატარა ნაბიჯებს ამ მიმართულებით. შეიძლება ვერც კი შეამჩნიოთ როგორ აღმოჩნდით ამ მხარეს. ივნისში მე ბელორუსში ციხიდან გამოვედი, სადაც 20 კვადრატულ ოთახში 20-მდე ადამიანი თეთრეულის გარეშე იმყოფებოდა. პირველად 30 დღის შემდეგ შევძელი კბილების გახეხვა. შეიძლება იგივე მოხდეს საქართველოშიც. არ დაუშვათ, რომ საქართველოს ხელისუფლებაში ავადმყოფი ადამიანი იყოს. ადმიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ლუკაშენკოს მმართველობა კარგია, ვფიქრობ, რომ ასეთი პოლიტიკა საქართველოშიც აქვთ. მინდა მივმართო ქართველ პოლიტიკოსებს, ნუ ცდილობთ მიბაძოთ ლუკაშენკოს, ნებისმიერი კოპირება ორიგინალზე უარესია. ივანიშვილი ყოველთვის უფრო ოლიგარქად დარჩება, ვიდრე პოლიტიკოსად, რადგან მას არ აქვს ის შესაძლელობები, რაც აქვს ლუკაშენკოს,” – განაცხადა ლიაბესკამ.