”საქართველოს ხელისუფლებამ შეცდომა დაუშვა, როდესაც სააკაშვილი ქვეყანაში შემოუშვა” – აცხადებს ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი “კვირის პალიტრასთან”, რომელიც ირწმუნება, რომ მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ მიმდინარე პროცესები მისი უკრაინაში გაშვებით დასრულდება:
“უკან უნდა გაეშვათ. დღეს გაცილებით მშვიდად ვიქნებოდით და საგიჟეთში ცხოვრება არ მოგვიწევდა. შეხედეთ, როგორია დღევანდელი ჩვენი დღის წესრიგი, მთელი დღეების განმავლობაში მხოლოდ იმას განვიხილავთ, რა შეჭამა ან რა დალია სააკაშვილმა; რა თქვა, როგორ გამოიხედა, დღეს რა ფერი ადევს სახეზე, გუშინ როგორი ჰქონდა და ა.შ. თითქოს სხვა სადარდებელი არაფერი გვქონდეს. როგორ განვითარდება პროცესები? დაიწყება მოლაპარაკებები, პოლიტიკური ვაჭრობა და საბოლოოდ სააკაშვილს უკრაინაში გაუშვებენ. სააკაშვილის უკრაინაში გაშვება ახლა ერთადერთი გამოსავალია. მისი აქ დატოვება ნიშნავს, რომ ექსპრეზიდენტმა შეასრულოს თავისი მისია – იყოს მსხვერპლი, ეს კი მუდმივ დაძაბულობას განაპირობებს”- ამბობს ცაგარელი.