”გუშინ, 28 ნოემბერს, ბერლინში გაიმართა ნატურალური, ბიო და ორგანული მეღვინეების ფესტივალი – RAW WINE 2021.
ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, საქართველოს ბიო და ნატურალური მეღვინეებისთვის, განსაკუთრებით პანდემიის შემდგომ პერიოდში. გამოფენას ესწრებოდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ნატურალური ღვინის იმპორტიორები, მაღაზიები და ღვინის ექსპერტები.
საქართველოდან იყო წარმოდგენილი 11 ღვინის კომპანია, 11 ენთუზიასტი მეღვინე, რომლებიც ძალიან დიდ ძალისხმევას მიმართავენ რომ აწარმოონ და მსოფლიოს გააცნონ ესეთი ნიშური პროდუქტი როგორიც ქართული ნატურალური ღვინოა.
ყველა მეღვინემ, გამოფენამდე 3-4 კვირით ადრე, მიიტანა ფესტივალზე წარსადგენი ღვინო – ღვინის ეროვნულ სააგენტოში, რომელთაც უნდა გაეგზავნათ ღვინო ბერლინში.
27 ნოემბერს, ფესტივალამდე ერთი დღით ადრე, გავიგეთ რომ ღვინო გერმანიაში საბაჟოზე არის გაჩერებული და ყველა მეღვინე წარვდექით მხოლოდ საკუთარი ბარგით ჩატანილი ღვინით, ზოგ მეღვინეს ქონდა 6, ზოგს მხოლოდ 3 ბოთლი წამოღებული. ამ რამდენიმე ბოთლით ასობიყ სტუმრისთვის ღვინის დეგუსტაცია ძალიან რთული იყო და ბევრს დაწყებიდან რამდენიმე საათში გაუთავდა.
აქ რამდენიმე მნიშვნელოვანი კითხვაა:
1. ვინ არის პასუხისმგებელი ფაქტზე, რომ 3 კვირის განმავლობაში ღვინო ვერ ჩაიტანეს გერმანიაში? თუნდაც იმიტომ რომ ეს შემდომში არ განმეორდეს.
2. ვინ არის პასუხისმგებელი, რომ მხოლოდ წინა დღეს გავიგეთ რომ ფესტივალისთვის განკუთვნილი ღვინო ვერ ჩამოიტანეს? და ჩვენ ვერ მოვასწარით ღვინის სხვა გზებით წამოღება.
3. რატომ არ ესწრებოდა ღვინის გამოფენას არცერთი წარმომადგენელი საქართველოს საელჩოდან გერმანიაში? თუნდაც იმისთვის რომ ჩვენთვის (ღვინის კომპანიებისთვის) აეხსნათ რის გამო ვერ მოხდა ღვინის მოწოდება და მოეხადათ ბოდიში, რომ ესეც ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდით. არაფერი რომ არ ვთქვათ იმაზე რომ 11 ღვინის კომპანია იყო ბერლინში გამოფენაზე და საელჩო მხარდაჭერის მხრივ მაინც უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი”-წერს ივა მარტიაშვილი