საქართველოში ჩვენ ბოლომდე უნდა მივყვეთ დადგენილ რეფორმებს თანმიმდევრულად და სანდოდ, ფუნდამენტური ღირებულებების პატივისცემით და სანდო ინსტიტუტების მხარდაჭერით. თუ ჩვენ დავკარგავთ კავშირს ამ უმნიშვნელოვანეს სფეროებში, ჩვენ ვრისკავთ, დავკარგოთ ის სადმე სხვაგანაც, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის გახსნით ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა ინიციატივას იმისთვის, რომ პარტნიორებს შორის თანამშრომლობაში მეტი ერთობლივი ძალისხმევა გაჩნდეს, მათ შორის სამ ასოცირებულ პარტნიორს – საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინას შორის. ეს ხელს შეუწყობს საერთო გამოწვევების დაძლევას, ასევე მდგრად ზრდასა და პოლიტიკურ სტაბილურობას. ყველა არსებული ინსტრუმენტის გამოყენება მათი საზოგადოებების მხარდაჭერისთვის, ხელს შეუწყობს პარტნიორებს და ბრიუსელს შორის კოორდინაციის გაძლიერებას,”- აღნიშნა შარლ მიშელმა.
interpressnews.ge