დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება და “ტვ პირველთან” ამბობს:
“თავის თავს ეწინააღმდეგება, არჩევნები 24 წლამდე არ იქნებაო და ვადამდელი არჩევნების სიტემაზე ზრუნავს, ხო? ანუ მათ ეშინიათ ვადამდელი არჩევნების. მეორე – რას გულისხმობდა ბარიერის აწევა-დაწევაში, ესეც ძალიან ორაზროვანი ყო. ჩემ პოზიციას გეტყვით, მე მხარს ვუჭერ ცვლილებებს, რომელიც წარდგენილია პირველი მოსმენით, რომელიც შედგენილია შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, ვიწყებთ კომუნიკაციას საერთაშორისო პარტნიორებთან. მოგვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, არ იქნება მარტივი, ცხელი წლის ბოლო და გაზაფხული მოგვიწევს, სამწუხაროა, მაგრამ კუზიანს სამარე თუ გაასწორებსო, ასე არის ქართული ოცნების საქმე. ისინი უფრო და უფრო ცდილობენ დაძაბონ სიტუაცია.
არ ვაპირებ შანტაჟით მელაპარაკოს ვინმე, გინგ ღიად და გინდ კარს უკან, ყველაფერს თავისი ფასი აქვს, პარლამენტის მანდატსაც და პოლიტიკოსობასაც. ეს არის შეთანხმება და თუ კაცი ხარ, შენ სახელს და რეპუტაციას უფრთხილდები, რა შეთანხმებასაც ხელი მოაწერე, ის შეთანხმება უნდა შეასრულო, დიახ, ქართულ ოცნებას ვგულისხმობ, უნდა შეასრულო შეთანხმება და არ უნდა იყო მუდმივად გადამგდების როლში. ესენი ჩვეულებრივი მატყუარები არიან, მაგრამ სანამ მათ საზოგადოება პასუხს არ გასცემს, ისინი მუდმივად მოგვატყუებენ ყველას. მე არავისი ნაჩუქარი არაფერი მჭირდება პოლიტიკაში და არც არავის უთხოვია მათთვის, ეს იყო დიდი შეთანხმებს ნაწილი, კრიზისიდან გამოსავალი და ეს ერთი ფუნდამენტური საკითხი დარჩა საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით. კობახიძეს დღეს ვუთხარი, რანაირად უნდა გენდოთ კაცი-თქო? 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელი მოვაწერეთ, ჩართული იყო ამერიკა, ევროპა და უცებ ვიღვიძებთ და გასული ხართ შეთანხამებიდან-მეთქი.
მათ არ უნდათ ნორმალიზება სიტუაციის, დაგვენგრა ქვეყანა თავზე, გაიძახიან, ევროკავშირში 2024 წელს განაცხადს შევიტანტო, დღესაც შეუძლიათ ამ განაცხადის გაგზავნა, კი არავინ უშლით, უბრალოდ, ეტყვიან, გიჟები ხართ, გადაირიეთ, რა განაცხადის შემოტანაო, დასცინებენ, ასე იქნება 2024 წელსაც. ევროკავშირს ყოველ დღე ვშორდებით. ხელისუფლებაში არის ძალა, რომელსაც სიტუაციის გამწვავება უნდა.“ – ამბობს ვაშაძე.