ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე, შვილის მკვლელობაში ბრალდებულების გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში განაცხადა.
“მინდა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი გავათავისუფლო ამისგან. პირდაპირ მინდა მივმართო, პრეზიდენტს რომ თუ რამე ბერკეტი არსებობს, ყველა ვინც არის ჩემი შვილის საქმეზე, კონკრეტულ მკვლელობის საკითხში გამოუშვან, არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა რამდენი წელი იჯდებიან. მისცენ საშუალება იმის რომ ილაპარაკონ სიმართლე იარონ ქვეყანაზე იმათ ისიც ეყოფათ რაც დააშავეს მთელი ცხოვრების მანძილზე. ვითხოვ მათ განთავისუფლებას. მე არ მაქვს უფლება ადამიანს სიკეთის გზა დავანახო და ჩემი შვილის მკვლელებს, მკვლელები ვეძახო. არ აქვს ჩემთვის მნიშვნელობა ვინ რამდენ ხანს იჯდება ციხეში მაგრამ ვერ ვაპატიებ იმ მკვლელებს თუ დამნაშავეებს თუ გაფუჭებული საქმის თუ გამფუჭებლებს ვინც დღეს მაიძულა აქ რომ ვზივარ. ძალიან მინდა საზოგადოებამ გაიგოს და დაიჯეროს ის რომ არ მადარდებს პოლიტიკა. ერთადერთი რაც დამრჩენია არის ის რომ შევასრულო დათუნას იც ოცნებები რაც ჰქონდა სიცოცხლეში. ” – ამბობს სარალიძე.
2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე სკოლის მოსწავლეების ჩხუბის შედეგად 2 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. ეს საქმე ყველაზე ხმაურიან გამოძიებად იქცა ”ქართული ოცნების” მმართველობის პერიოდში.