პოლიტიკის გამო ქართველები კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს: “ქართული ოცნების” მომხრეები ამტკიცებენ, რომ 31 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების შედეგი სავსებით ლოგიკურია, მოწინააღმდეგეები კი მიიჩნევენ, რომ არჩევნები გააყალბეს. ამის თაობაზე კამათობენ თითქმის ყველგან, ზოგჯერ უახლოესი ადამიანებიც უპირისპირდებიან ერთმანეთს… ჩვენ დავინტერესდით, რას ფიქრობს ამ და სხვა პრობლემებზე მხატვარი ნიკუშა შენგელაია:
– მეც ამ ქვეყანაში ვცხოვრობ, არჩევნებზეც ვიყავი,უამრავ ხალხთან მაქვს შეხება და თითქმის ყველა ფენის განწყობა ვიცი. ამიტომ ღრმად მჯერა, რომ ეს არჩევნები ყველა წესის და რიგის დაცვით ჩატარდა.
ის უფრო მიკვირს, რომ ამდენმა ხალხმა “ნაცმოძრაობას” მისცა ხმა, თორემ მოსახლეობის განწყობა 31 ოქტომბერს კარგად გამოჩნდა.
– წვრილმანი შეცდომები ნებისმიერ არჩევნებზე შეიძლება მოხდეს, მაგრამ ეს შედეგზე სერიოზულ გავლენას ვერ ახდენს.
– როგორც ჩანს, ხალხს ავიწყდება, რომ პანდემიამ ყველაფერი შეცვალა. მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებშიც კი არ არის სახარბიელო მდგომარეობა. კორონავირუსამდე საქართველოში ყველაფერი კარგად მიდიოდა, ამიტომ ნუ ავყვებით იმ ხალხის ლაპარაკს, ვისაც ხელისუფლებაში რევანშით დაბრუნება სურს. გადავხედოთ, რა რთული ვითარებაა ჩვენს რეგიონში და რა პრობლემები გვაქვს – ამას ნორმალური, მოაზროვნე ხალხი კარგად ხედავს. ვერ ხედავენ მხოლოდ ისინი, ვისაც ერთი სული აქვს, ქვეყანა აირიოს. ნუთუ ვერ აცნობიერებენ, რომ მათი ოჯახებიც აქ ცხოვრობენ?!
– ჯერ ერთმანეთის მოსმენა და გაგება უნდა ვისწავლოთ, თორემ ეს მხოლოდ იდეად დარჩება. კოალიციურ მთავრობას დრო სჭირდება: ჯერ ხელისუფლებაში უნდა მოხვიდე იმ რაოდენობით, რომ ამგვარი მთავრობა შექმნა. დღეს უმრავლესობა “ოცნებამ” შექმნა და მთავრობასაც ის ქმნის.
ვფიქრობ, კოალიციური მთავრობის შექმნაზეც ვაჭრობა წავა და ჩვენს ტემპერამენტსაც თუ გავითვალისწინებთ, ამ იდეას დიდი იმედით არ ვუყურებ.
ჯერჯერობით საბანს ყველა თავისკენ ქაჩავს და ამასობაში ქვეყანა ყველას ავიწყდება. სკამების გამო ერთმანეთს თუ არ დავღრღნით, კარგი იქნება.
– ჩვენი ხალხის ნაწილში მართლაც შეინიშნება კერპთაყვანისმცემლობის ელემენტები. ამას თავისი მიზეზი აქვს, მაგრამ ამაზე ლაპარაკს ერთი ინტერვიუ არ ეყოფა.
გეთანხმებით, მიშას მართლა ჰყავს ფანები, რაც შეეხება ივანიშვილს, სწორედ მან დაამარცხა ამ ქვეყანაში ბელადომანია. ოდესმე გინახავთ, რომ “ქართული ოცნების” მომხრეებს მისი სახელი ჰქონოდათ პლაკატებზე დაწერილი?
– დიახ, ახალი სახეები ქართულ პოლიტიკას აუცილებლად სჭირდება, თუნდაც იმიტომ, რომ გულწრფელი, კონსტრუქციული ოპოზიცია არა გვყავს. სკამებისა და მერკანტილური ინტერესების გარდა, მათ არაფერი აინტერესებთ. ახალგაზრდებიც გვჭირდება და გამოცდილი, სუფთა წარსულის ძველგაზრდებიც.
კომპეტენტური, განსწავლული და წესიერი ხალხი ქვეყანაში ბლომად არის, მაგრამ პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობს – ამ რეალობის შემხედვარე პოლიტიკისკენ გახედვა არავის უნდა.
– ვერ დაგეთანხმებით: აფრიკის ქვეყნებსა და ჩრდილოეთ კორეაში ოპოზიცია უარს არ ამბობს პარლამენტში შესვლაზე, იქ ამის საშუალება არ არის. ეს მცდარი შედარებაა: როცა პარლამენტის მანდატზე უარს ამბობ, ეს შენი ბრალია და არა სისტემის. მმართველი გუნდი უმრავლესობაშია და ამიტომ არანაირი პრობლემა არ ექნება, რომ ქვეყანა მართოს. პატარა პარტიებს, რომლებმაც ხმების 2-3-4% მიიღეს, საშუალება აქვთ პარლამენტში შევიდნენ, უბრალოდ, “ნაცმოძრაობის” გავლენის ქვეშ არიან და ძალიან საზიანო თამაშში მონაწილეობენ. “ნაცმოძრაობას” პარლამენტში შესვლა არ უნდა, რადგან ამ შემთხვევაში სააკაშვილი ბელადად ვერ მოვა, მას კი ერთპიროვნული ბელადობა სურს. ისინი ან სააკაშვილს ჩაჰყვებიან პოლიტიკურ მოუსავლეთში, ან დაფიქრდებიან და ამ შანსს გამოიყენებენ. მათ კიდევ აქვთ დრო, დაფიქრდნენ, ვის გვერდით აღმოჩნდნენ და ვინ არის მათი ლიდერი. ნუთუ ვერ ხვდებიან, რომ სააკაშვილს ბევრი პარტია არ სჭირდება? მას სჭირდება დომინირება და ერთი პარტია პარლამენტში. მართალია, ამტკიცებს, თანამდებობა არ მსურსო, მაგრამ ის კლასიკური მატყუარაა – ვითომ მხარს უჭერს კოალიციას, მაგრამ ყველას ატყუებს. ამიტომ, “ნაცმოძრაობას” თავში ქვა უხლია – თუ სურს, შევიდეს პარლამენტში და თუ არა, ნუ შევა! მგონი, დიდი დაკვირვება არ უნდა, რომ ეს არის ნეობოლშევიკური პარტია და სააკაშვილი არის მათი ლენინი. მე მიშას დაბრუნებაზე არც ვნერვიულობ, მას საქართველოში ძალიან ბევრი სერიოზული მოწინააღმდეგე ჰყავს…
სანამ “ნაცმოძრაობა” იქნება, ის ხალხი, ვისაც მიშას დაბრუნება არ სურს, ყოველთვის მეორე მხარეს მისცემს ხმას. უნდა გაჩნდეს ახალი ოპოზიციური ძალა, რომელიც ნელ-ნელა მოიპოვებს ნდობას და მომავალში შეიძლება პარლამენტიც შეავსოს ისე, რომ ამ მარგინალურ “ნაცმოძრაობას” პროცენტები წაართვას, სხვაგვარად არაფერი გამოვა!
“კვირის პალიტრა”