“ქართული ოცნება დაღმართშია და რაც უფრო მეტ მანძილს გადის თავქვე მით უფრო მეტად უჭირს შეჩერება, მალე ალბათ წონასწორობის შენარჩუნებასაც ვეღარ შეძლებს. ასეთი მწვავე დაპირისპირება მას აქამდე არც საკუთარ ხალხთან ჰქონია და არც საერთაშორისო პარტნიორებთან.
ყველა რესურსი ამოწურეს, აქამდე მათ სასარგებლოდ მუშაობდა „ცუდი ოპონენტის“ ფაქტორი, მაგრამ რაც დრო გადის ეს ფაქტორი ნაკლებად მნიშვნელობს. ის იქცა არასანდო პარტნიორად და მმართველად.
თავს იმით იმართლებენ რომ მიშელის შეთანხმება ანულირებულია და არ უნდათ გაიგონ, პრობლემა სწორედ ანულირებაა, ანუ ყველა მოთამაშის, შიგნით თუ გარეთ, გადაგდება. ამბობენ, რომ სასამართლოში ყველა რეფორმა გაატარეს თუმცა ყველას მშვენივრად ესმის ამ რეფორმების ფასადურობა. როდესაც ქვეყნის მთავარი საერთაშორისო პარტნიორის დიპლომატი შენს მიმართით სიტყვებს „ტირანიის საფრთხე“ იყენებს ძნელი წარმოსადგენი არ არის რამდენადაა შენი რეპუტაცია შელახული.
ამ რბოლაში მმართველი გუნდი ვეღარ შეჩერდება. მას ერთადერთი დაცემის შერბილება შეუძლია. ამისთვის უნდა გაატაროს ისეთი ინსტიტუციური რეფორმები რომელიც მომავალაი სხვა მთავრობის მიერ ძალაუფლების კონცენტრაციას გამორიცხავს, უკეთესი სასამართლოს, არჩევნების, პარლამენტის და ძალთა ბალანსის გარანტი იქნება, თორემ ოცნება რომ ადრე თუ გვიან (და უფრო ადრე ვიდრე გვიან) ხელისუფლებას დაკარგავეს ეს უკვე მკაფიოა. ეს მათ გამოადგებათ მომავალში, როდესაც ძალაუფლებას დაკარგავენ.”
წერს სოციალურ ქსელ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე კონსტიტუციონალისტი ვახუშტი მენაბდე.