”ივანიშვილიც, ბურჯანაძეც, სალომე ზურაბიშვილიც, ესენი ყველანი უნდა შევიდნენ საქართველოს ისტორიაში ზუსტად იმ ანტისახელმწიფოებრივი ფრაზით, რომ საქართველომ ომი დაიწყო. ერთიც, მეორეც და მესამეც. ამიტომ ისტორიის წიგნში კი არა, საქარველოს ისტორიაში ყორღანაშვილებივით შევლენ ესენი” –
ამის შესახებ პარტია კანონი და სამართლის ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მე-9 კლასის ისტორიის სახელმძღვანელოში ბიძინა ივანიშვილის შეტანის საკითხს.