საფრანგეთში მცხოვრები მწერალი, ნუგზარ სულა სულაშვილი:
,,სამსახურიდან გამომდინარე, მთელი ცხოვრება მიხდებოდა ვაქცინების გაკეთება და ხშირ შემთხვევაში წელიწადში რამდენჯერმე. ეს დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რომელ ქვეყანაში მიწევდა მივლინება.
შესაბამისად დიდი სიბრიყვეა ვინმემ ანტივაქსერობა დამაბრალოს.
მოკლედ რის თქმა მინდა: ვინც მე იძულებული გამხადა, საზოგადოების რისხვის თავიდან ასარიდებლად; სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესასრულებლად; ნდობის მოსაპოვებლად და ა,ს.შ. ამ ტრუხა კოვიდ-პასპორტის აღება, ყველას ………………………………
ჩემს ცხოვრებაში ეს ერთად ერთი შემთხვევაა როცა საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ გადავდგი ნაბიჯი.
რატომ? იმიტომ რომ ყოველი სხვისი დაცხიკინების და წამოხველების შემდეგ თითი ჩემსკენ არ გამოეშვირათ; არ ეთქვათ რომ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას გავურბოდი.
და რა მივიღეთ? მივიღეთ ის რომ 90%-ით აცრილი ევროპის მოსახლეობა, კოვიდის მძღნერში ტივტივებს.
ვისი დამსახურებით? ჩვენი, სანიტარული პასპორტის მქონე პირების დამსახურებით, რომლებმაც ფეხებზე დავიკიდეთ ყველა რეგულაცია და ანტივაქსერების გინებით ვიჯერეთ გული! 10%-ს ავკიდეთ პასუხისმგებლობა. გამოვაცხადეთ ბნელებად და სამყაროს მტრებად. თავად კი უკვდავებასთან ნაზიარებლებმა თავზე დავიმხეთ ყველაფერი.
ისინი არც რესტორნებში დადიან, არც კინო-თეტარებში, არც გასართობ კლუბებში, არც მრავალრიცხოვან კონფერენციებზე და არც ლექცია სემინარებზე.
ვინ ავრცელებს ვირუსს?
პ,ს, არ წაპეპლოთ ტვინი ბანალური ფარაზით “სამაგიეროდ აღარ კვდებიან-ო” კვდებიან და საწოლიდანაც ვერ დგებიან. აგერ მყავს უახლოესი ოჯახის 4 წევრი ბუსტერით აცრილი. ერთი კვირაა მათი ტანჯვით ვკვდები.”