25 წლის კაცის გაუპატიურებაში ბრალდებული ყოფილი პოლიციელი, ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ყოფილ სამართალდამცავს, აირი დარსალიას 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
შემთხვევა 2019 წელს, ჩხოროწყუში მოხდა. 25 წლის კაცის თქმით, ყოფილმა პოლიციელმა იარაღის მუქარით ის ტყეში გაიტაცა და გააუპატიურა.